ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მეფე თუ პრეზიდენტი?!

გამოცემის წელი2007
გამომცემლობაე. გ. მესხის სტამბა

მეფე თუ პრეზიდენტი?! – ,,საქართველოში ეს კითხვა გარკვეულ ყურადღებას იპყრობს; მხოლოდ გარკვეულ და არა საერთო-სახალხო თვალსაზრისით. იგი ხელისუფლებასთან ასე თუ ისე დაკავშირებული ქართული ინტელიგენციის – პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციის – გარკვეულ წრეში იშვა და საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად მეფობის აღდგენას ან კონსტიტუციური მონარქიის დაწესებას გვთავაზობს, მაგრამ საყურადღებო და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გვთავაზობს საპარლამენტო უმცირესობის, ე. წ. ოპოზიციის, ზოგიერთი წარმომადგენელი. გვთავაზობს იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ არც პარლამენტის უმრავლესობა და, რაღა თქმა უნდა, არც ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მაშ, რა მოსწონთ?!"