ფონეტიკის საგანია ენის (მეტყველების) ბგერითი მხარის შესწავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფონეტიკა სწავლობს ყოველგვარ ბგერითს საშუალებას, რაც კი გამოყენებულია მეტყველების პროცესში, და ამ საშუალებათა სამეტყველო დანიშნულებას (ფუნქციას) სიტყვიერ ურთიერთობაში, ასეთი ბგერითი საშუალებებია: 1) სამეტყველო ბგერა – განცალკევებული თუ სხვა სამეტყველო ბგერასთან შეერთებული, 2) განსაზღვრული ენის სამეტყველო ბგერათა სისტემა და 3) მახვილი და ინტონაცია; იმავე დროს–და ფონეტიკის სახელმძღვანელოში ამაზე უწინარეს შეისწავლება ამ ბგერით საშუალებათა წარმოსათქმელი ორგანოები და მათი საწარმოთქმო მოქმედება ანუ წარმოთქმის ფიზიოლოგია. მაშასადამე ფონეტიკა სწავლობს ენას (მეტყველებას) ფიზიოლოგიურად და აკუსტიკურად–-ბგერით საშუალებათა ენობრივი დანიშნულების თვალსაზრისით,