წინამდებარე წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველში განიხილება ის ძირითადი ბიოლოგიური პრინციპები და უჯრედული კომპონენტები, რომლებიც თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საფუძველს წარმოადგენს. მეორე თავი ეძღვნება დარგობრივ ბიოტექნოლოგიებს (ქიმიურ, ეკოლოგიურ, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის), მათ მიღწევებს, კომერციულ მხარეს და მომავალს, მესამე თავში, ავტორების თვალთახედვით, წარმოდგენილია საქართველოში ბიოტექნოლოგიის განვითარების უახლოესი პერსპექტივები.