,,ქართველი ხალხის წარმოქმნის ანუ ეთნოგენეზის გარკვევა უაღრესად რთული პრობლემაა, რომლის კვლევას სულ ცოტა ათასწლოვანი ისტორია მაინც აქვს. ანტიკური ხანის უცხოელ მწერლებს თავი რომ გავანებოთ, რომლებიც კავკასიელ ივერიელებსა (აღმოსავლელ ქართველებს) და პირენეის იბერებს ერთმანეთს უკავშირებდნენ, X-XI საუკუნეებში ქართული ინტელექტუალური ელიტა ფრიად დაინტერესებული იყო ამ საკითხით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველთა ჩამომავლობა ბიბლიური ეთნარქებისაგან გამოჰყავდა" – დავით მუსხელიშვილი.