ნაშრომი მიზნად ისახავს ეთნოგრაფიული მასალის, სათანადო ლიტერატურულ-ისტორიულ წყაროთა და არქეოლოგიურ მონაცემთა გათვალისწინების საფუძველზე წარმოაჩინოს კოლხური სელის საზეთე ხასიათი, მისი წარმოების ისტორია საქართველოში. გამოავლინოს ქართულ ყოფაში არსებული ზეთსახდელი იარაღები და შეისწავლოს მეურნეობის ამ დარგისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი. ნაშრომში დაწერილებით არის აღწერილი მარტივი ზეთსახდელი იარაღები, ზეთსახდელი სარეწები და ზეთის ხდის ხალხური წესები, ზეთის გამოყენება და ადგილი საოჯახო და სამეურნეო ყოფაში.