ნაშრომში ისტორიულ-შედარებითი თვალსაზრისით განხილულია ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის საკითხები აფხაზური და აბაზური ენების ყველა ძირითად კილო-თქმათა მონაცემების გათვალისწინებით. ფონოლოგიური სისტემისა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ენობრივ ერთეულში ჩატარებული ფონეტიკური პროცესების შესწავლის ნიადაგზე ავტორი ცდილობს წარმოადგინოს აღნიშნულ ენათა ფუძეების (ძირთა და ფორმანტთა) ისტორია.