ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიულ გამოკვლევას, რომელიც გვიჩვენებს ილია ჭავჭავაძის უდიდეს ნოვატორულ მოღვაწეობას ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და სრულყოფისათვის. ათეული წლების მანძილზე მწერლის ენამ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა, რაც გარკვეულ სიძნელეებს ქმნის მის თხზულებათა ტექსტის დადგენის დროს. ნაშრომში მდიდარ საილუსტრაციო მასალაზე დაყრდნობით ნაჩვენებია ილიას ენის თავისებურებანი და დასაბუთებულია ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს მწერლის თხზულებათა აკადემიურ გამოცემას.