ნაშრომში განხილულია საქართველოში სასურსათო პროდუქტების უმთავრესი და მასობრივი მავნებლების – აკაროიდების შესწავლის შედეგები, მათი კვლევის ისტორია, მოტანილია მავნებლების ზოგადი დახასიათება სამეურნეო მნიშვნელობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით; აგრეთვე სასურსათო პროდუქტების გამოკვლევის და მავნებელთა შეგროვება-პრეპარირების მეთოდები, უმთავრეს სახეობათა სარკვევი. აღწერილია სასურსათო პროდუქტების მავნებელთაგან დაცვის ზოგიერთი ღონისძიება.