რას შეისწავლის ტრადიციული და გამოყენებითი ეკოლოგია? რა პირობებში განვითარდა ე. წ. ანთროპოგენური ფაქტორი და როგორია მისი მოქმედების შედეგები? რა კავშირია გარემოს მდგომარეობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის? – აი, კითხვები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას. შემოთავაზებულ წიგნში აღნიშნული პრობლემები, ისევე როგორც ბევრი სხვა, თანმიმდევრულადაა განხილული.