ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი დარგის – წყაროთმცოდნეობის – სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თეორიულ პრობლემატიკას როგორც მეცნიერულ ძიებათა პერსპექტიულ მიმართულებას.
წიგნში ფართო ისტორიოგრაფიულ ფონზე განხილულია თანამედროვე წყაროთმცოდნეობის ძირითადი თეორიული პრობლემები, ნაჩვენებია მათი მნიშვნელობა ისტორიული მეცნიერებისათვის, მათი შესწავლის მდგომარეობა. წიგნი დაიწერა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეთოდოლოგიური სემინარის სხდომებზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე.