წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას. ავტორები შეეცადნენ, ლევან თოიძის – შესანიშნავი მეცნიერის, მოქალაქისა და ნათელი პიროვნების პორტრეტი სხვადასხვა ასპექტით წარმოეჩინათ. ეს წიგნი საშუალებას აძლევს მკითხველს, კიდევ ერთხელ გაიხსენოს მეცნიერი და მოღვაწე, დაინახოს იგი კოლეგებისა და მეგობრების თვალით და განსაზღვროს მისი განსაკუთრებული ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიაში.