ქართველების და ისლამამდელი თურქების ურთიერთობა ქართულ ისტორიოგრაფიაში მონოგრაფიული შესწავლის საგანი დღემდე არ გამხდარა წინამდებარე გამოკვლევის მიზანია აღნიშნული ხარვეზის შევსება.
„ისლამამდელ თურქებში იგულისხმებიან ის თურქები, რომლებსაც არ მიუღიათ ისლამი, ნაწილს იმის გამო, რომ მათი არსებობა წინ უსწრებდა ისლამს, ხოლო ნაწილს იმის გამო, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ ისლამის სამყაროში და ჩვენთვის საინტერესო საუკუნეებში მათი არჩევანი განსხვავებული იყო. წიგნში გაშუქებულია ქართველების და იმ თურქულენოვანი ტომების ურთიერთობა, რომლებიც წყაროებში ხშირად იხსენიებიან კრებითი სახელებით: ჰუნი, ხაზარი, ყივჩაყი.