ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების" ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია-ლექსიკონი" შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი (ეს სიტყვები ვარსკვლავითაა აღნიშნული).