წინამდებარე შრომა – აი რას ამბობს ისტორია“ – მიზნად ისახავს ზოგად ხაზებში, მაგრამ კონკრეტულ ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, გადმოგვცეს მშრომელი მასების: მონების, ყმა-გლეხებისა და მუშების (ე. ი, ძირითადი მწარმოებელი კლასების, მდგომარეობა. მათი ეკონომიური და უფლებრივი ყოფის ისტორია კლასობრივი საზოგადოების წარმოქმნიდან დღემდე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ასეთი ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე მშრომელი ადამიანის მდგომარეობის სურათის წარმოსახვისათვის საჭირო მრავალი ისტორიული ფაქტის მოყვანა და გაშუქება შეუძლებელი ხდება ერთ წიგნში. ამ გარემოების გამო ნავარაუდევია, რომ ზემოაღნიშნულ თემას მიეძღვნას საერთოდ ოთხი წიგნი; აქედან ჩვენს მიერ დაწერილ პირველ წიგნში გადმოცემული ეპოქა ქრონოლოგიურად მოდის ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე (მონათმფლობელური ფორმაციის დამთავრებამდე) და ძირითადად მონათა ეკონომიური მდგომარეობისა და უფლებრივი ყოფის ისტორიის გადმოცემით იფარგლება. ნავარაუდევი ორი მომდევნო წიგნიდან თითოეული ცალ-ცალკე მიეძღვნება მონობის შემდგომი ფორმაციების (ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი) ძირითად მწარმოებელ კლასთა –– ყმა-გლეხებისა და მუშათა კლასის მდგომარეობას, უკანასკნელ მეოთხე წიგნში კი განხილული იქნება ექსპლუატაციის ყოველგვარი ბორკილებისაგან განთავისუფლებული საბჭოთა ადამიანის გმირული შრომა და ბრძოლა კომუნიზმის ასაშენებლად.