,,სამოცდათხუთმეტის შევსრულდი. ამ, რიგით მეხუთე კრებულით, მინდა თვალი გადავავლო ჩემი პოეტური შემოქმედების გზას. კრებული სამ ნაწილადაა გაყოფილი: „ჩემი ოცდამეერთე", „ჩემი მეოცე” და „ჩემი თარგმანები (პოეზია). ასეთ დაყოფასთან დაკავშირებით მინდა მცირე განმარტება გავაკეთო. ისე მოხდა, რომ მეორე და მესამე ათასწლეულის გასაყარი, რაც ორი საუკუნის გასაყარსაც წარმოადგენდა, ჩემთვისაც გარკვეული მიჯნა აღმოჩნდა: მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში დაწერილი ლექსები საკმაოდ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან - სტილისტურადაც და შინაარსობრივადაც. რჩეულის ამგვარი დაყოფით სწორედ ამ მიჯნის დაფიქსირება მსურდა. ამასთან, „ჩემი ოცდამეერთე“ ლექსების დათარიღების გარეშეა წარმოდგენილი, ხოლო „ჩემი მეოცე“ იმითაცაა განსხვავებული, რომ მასში ლექსები დათარიღებულია, რასაც გარკვეული ინფორმაციული დანიშნულება აქვს. „ჩემი რჩეული“ თარგმანებითაც შევავსე, რადგან ისინი ჩემი პოეტური შემოქმედების ორგანულ ნაწილად მიმაჩნია".