წინამდებარე კატალოგი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების სისტემატიზაციის პირველ ცდას და მიზნად ისახავს მიაწოდოს მკითხველს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ფონდის ყველა ძეგლი, როგორც მასალა საქართველოს ისტორიის კვლევისა და შესწავლისათვის.