უდაბნოს მრავალთავი – IX საუკუნის ქართული ხელნაწერი, გადაწერილია შატბერდში. ხელნაწერი აკაკი შანიძემ 1920 წელს ჩამოიტანა უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში. მანვე იპოვა ამ ხელნაწერის რამდენიმე ფრაგმენტი, ერთი ფურცელი ცალკე ფურცლად დაცული იყო საეკლესიო მუზეუმის ფონდში (№ 713), რვა ფურცელი კი ინახებოდა ა. გრენის პირად კოლექციაში (H-2097). ხელნაწერი ნაკლულია და შემორჩენილია მხოლოდ თავდაპირველი წიგნის ერთ მეოთხედზე ცოტა მეტი. შემორჩენილი თხზულებანი ან მათი ნაწყვეტები კარგად ასახავს IX-X საუკუნეთა სალიტერატურო ქართულს.