ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი, ნაკვ. 1

გამოცემის წელი2005
გამომცემლობაარტანუჯი

,,ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია ლექსიკონი“ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი (ეს სიტყვები ვარსკვლავითაა აღნიშნული)".