ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

„საქმენი იოვანე ზედაზადნელისანი“ და „მარტჳლობაჲ აბიბოს ნეკრესელისაჲ“

გამოცემის წელი2019
გამომცემლობა

სამეცნიერო წრეებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილი ქართულ ხელნაწერთა კოლექციის შესახებ. გამოქვეყნდა ამ კოლექციის ვრცელი კატალოგი ქართულად, ბერძნულად და ინგლისურად, ასევე რამდენიმე მანამდე უცნობი ტექსტი, პალიმფსესტი და მრავალი ნაშრომი. 
წმ. ეკატერინეს მონასტრის ახალ კოლექციაში დადასტურებულ მნიშვნელოვან ძეგლებს შორის გამოირჩევა ორი ხელნაწერი. ამ ხელნაწერებში განთავსებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲს" ორი ყველაზე ძველი და მანამდე უცნობი რედაქცია, ასევე „ასურელ მამათა საქმენისა"“ და „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის" უძველესი და სხვათაგან განსხვავებული რედაქციები.