ნაშრომში განხილულია აფხაზების ეთნიკური ისტორიის პრობლემები. ეთნიკურ ისტორიაში იგულისხმება ეთნიკური წარმოშობის, შემადგენლობის და ეთნიკური კუთვნილების საკითხები. დადგენილია ძირითადი ეთნიკური ნიშნებისა და კომპონენტების ცვლილებები რომლებიც ეთნიკური პროცესების ტრანსფორმაციით იყო გამოწვეული და უმეტესად ჩრდილო კავკასიიდან მოსახლეობის მიგრაციულ გადაადგილებასთან იყო დაკავშირებული.