ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველოს მწვანეთა პარტია-წარსული, აწმყო, მომავალი

გამოცემის წელი2012
გამომცემლობა
რედაქტორიზაზა აბაშიძე

საქართველოს მწვანეთა პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ევროპული ტიპისა და ევროპული ორიენტაციის პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებიდან ძალზე მოკლე დროში ქართველმა მწვანეებმა შეძლეს საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ინტელექტუალურ ძალად თავის დამკვიდრება. მკვეთრად გამოხატული გარემოსდაცვითი მიმართულების მიუხედავად მწვანეები არასოდეს შემოფარგლულან მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემატიკით, აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ზეგავლენასაც ახდენდნენ მასზე. საქართველოს მწვანეთა პარტია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალის - ევროპის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი და მისი აქტიური წევრიცაა. წინამდებარე ნაშრომი საქართველოს მწვანეთა მიერ განვლილი გზის გაშუქების პირველ მოკრძალებულ ცდას წარმოადგენს.