ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ტექსტისა და მისი ავტორის დადგენის ენობრივი საშუალებანი

გამოცემის წელი1987
გამომცემლობამეცნიერება

წიგნი ეხება XII-XIII საუკუნეების ქართული მწერლობის ძეგლს ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომელსაც სპეციალისტები ორ ნაწილად ყოფენ. აზრთა სხვადასხვაობას  იწვევს ამ ნაწილების ურთიერთობისა და ავტორის საკითხი. თხზულების ენობრივი ანალიზის საფუძველზე წინამდებარე ნაშრომის ავტორი ასკვნის, რომ მკვლევართა მიერ გამოყოფილი ორი ნაწილი ორი დამოუკიდებელი ნაწარმოებია და დაწერილია სხვადასხვა პირის მიერ. ერთი მონაკვეთი, ცამეტი გვერდის ოდენობისა, ენობრივად განსხვავებული აღმოჩნდა როგორც პირველი, ისე მეორე ნაწილისაგან და გამოყოფილია როგორც ჩანართი.