,,წიგნი ეძღვნება ადრექრისტიანული ქართლის სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიურ საკითხებს. ნაშრომში დაზუსტებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრებისა და მისიონერული მოღვაწეობის წლები. დადგენილია: რიფსიმეანთა ტრაგედიის თარიღი; მეფე მირიანის მიერ ქრისტეღმერთის აღიარების წელი; ქართლის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების ზუსტი თარიღი. აღდგენილია ქართლის ქრისტიან მეფეთა რიგი, მათი ზეობის წლების ჩვენებით. ნაშრომის განსაკუთრებულ ღირსებას წარმოადგენს მოძრავ წელთა უძრავ წლებთან შესაბამისობის ქრონოლოგიური ტაბულა. წელთა სინქრონიზაციული წყობის მეშვეობით მათემატიკური სიზუსტით გამოიანგარიშება ქართულ წყაროებში აღნიშნული ისტორიული თარიღები".