ათასწლოვანი ისტორიის გადასახედიდან ანუ ,,ბაგრატული გაკვეთილები".
2003 წლის სექტემბერში ქართველმა ხალხმა მოკრძალებით აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქუთაისის საკათედრო ტაძრის სახელოვანი 1000 წლის იუბილე. იგი აიგო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის თაოსნობით. ბაგრატის ტაძარი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა.