ბ. ბრეგვაძის თხზულებათა მეორე ტომში მკითხველი გაეცნობა დიდი ფრანგი სწავლულის და მოაზროვნის ბლეზ პასკალის ცხოვრებას და შემოქმედებას; ანტიკური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის – პლატონის ,,პარმენიდეს“ სკრუპულოზურ ანალიზს; ძეგლისა, რომელმაც ბერძენი მოაზროვნის სხვა ქმნილებებთან ერთად დიდი გავლენა მოახდინა რუსთველის პოეტური მსოფლმხედველობის ფორმირებაზე.