ავტორი წინა საუკუნის საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში განიხილავს. წიგნი XX საუკუნის I ნახევრის ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიცაა: პირველი და მეორე მსოფლიო ომები, მათი მიზეზები და შედეგები; რუსეთის რომანოვების, გერმანიის ჰოჰენცოლერნების, ავსტრია-უნგრეთის ჰაბსბურგების, თურქეთის ოსმანთა იმპერიების სახელების წაშლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან და სხვა.