ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მოგონება MÉMOIRES, წ. 1

გამოცემის წელი1951
გამომცემლობა

,,ზ. გურულისაგან მივიღე ცნობები, რომელიც ეხება უმთავრესათ მის მოღვაწეობას 1903 წლიდან I917 წლამდე; მივიღე აგრეთვე მისი მოგონება – ბიქტორ კაპანაძეზე, აფრასიონ მერკვილაძეზე და ქართლის შავ და წითელ რაზმებზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დროიდან ის მხოლოდ გაკვრით ეხება სახალხო გვარდიას ამ დროის მისი ფრიად თვალსაჩინო მუშაობის შესახებ კი მე მისგან მერმედ არაფერი მიმიღია. I9I7 წელს ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ ზაქარია იყო რევოლიუციონური ორგანოების წევრი, ჭიათურის ქალაქის ხმოსანი, საქართველოს ეროვნული საბჭოს, მერმედ დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის ერთი ხელმძღვანელთაგანი, ვხედავთ მას ყველა საომარ შინაგან, თუ საგარეო ფრონტებზე, ხშირად აღჭურვილს სამხედრო სამინისტროს ნდობით და დავალებით და სხვ. ამ ხანაში მთელი ეს მისი მუშაობა მას აღწერილი და მზათ ჰქონია ჩვენთვის გადმოსაგზავნათ, მაგრამ ჩხრეკის დროს მისთვის ის წაურთმევიათ და დაკარგულა. მაგრამ, რაც გადარჩა და დღეს ჩვენს ხელთ არის, მას ვაქვეყნებთ, მით უფრო, რომ სოციალისტურმა ინტერნაციონალმა განზრახული ენციკლოპედიის გამოცემა სხვადასხვა მიზეზების გამო ვეღარ შესძლო" – ვალიკო ჩუბინიძე.