ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან

გამოცემის წელი1999
გამომცემლობალოგოსი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ავტორის 1968-1988 წლების კვლევის ნაყოფს და ცალკეული სტატიების სახით გამოქვეყნებულია თსუ შრომებში, საქ. მეცნ. აკადემიის „მაცნეს“ ენისა და ლიტერატურის და ფილოსოფიის სერიებში, სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა და გამოცემებში. წიგნში ასახულია ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის განვითარების გზები; მოცემულია ამ ტერმინოლოგიის სისტემური ფორმალურ-სემანტიკური ანალიზი ბერძნულ წყაროებთან მიმართებით, გამოკვეთილია გელათის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლის (XII ს) წვლილი ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის სისტემატიზაციის საქმეში: გამოვლენილია ძველი ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის სტრუქტურული მოდელები და ფორმალურ-სემანტიკური სისტემა, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართული ფილოსოფიური და საერთოდ, მეცნიერული ენის განვითარებას. წიგნი გამიზნულია ფილოსოფოსების, ფილოლოგების, ლინგვისტებისა და ლექსიკოლოგებისათვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სათანადო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.