წიგნში ქვეყნდება გიორგი ალექსანდრიელის (VII ს.) მიერ შედგენილი „იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ქართული ვერსია X- XI სს. ხელნაწერების მიხედვით. ძირითად ნუსხად აღებულია 968 წლის პალესტინური ხელნაწერი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ადრეულ ნუსხას აღნიშნული ძეგლის სხვადასხვაენოვან ვერსიათა მოღწეულ ხელნაწერებს შორის. ქართულ ვერსიას დაუცავს ბერძნული ცნობილი ტექსტისაგან რამდენადმე განსხვავებული ტექსტი, რაც მას მნიშვნელოვანსა და გასათვალისწინებელს ხდის „ცხოვრების“ ტექსტის ისტორიის შესწავლისათვის. ქართული ვერსია მნიშვნელოვანია ენობრივი თვალსაზრისითაც. მასში დადასტურებული გარკვეული ენობრივი თავისებურებანი მისი პალესტინური წარმომავლობითაა განპირობებული და, ამდენად, იგი ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის ამ არეალში მოღვაწე ქართველ მწიგნობართა მეტყველებაზე.