კოდორის ხეობა სვანთა განსახლების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამ სამყაროში ყოველთვის ერთმანეთს ერწყმოდა და ერწყმის სხვადასხვა ენობრივ-დიალექტური მოვლენა, რაც აშკარა ინტერფერენციის შედეგია.
წინამდებარე წიგნი მნიშვნელოვანია და ფასეული იმითაც, რომ, სხვა ანალოგიური პროზაული პუბლიკაციებისგან განსხვავებით, აქ სვანურის პარალელურად მოცემულია შესაბამისი ქართული ტექსტები; უხვადაა წარმოდგენილი ქართველოლოგთა მიერ აღიარებული ეტიმოლოგიები.