ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გერმანიის იმპერია (1871-1914)

გამოცემის წელი2023
გამომცემლობამერიდიანი

წიგნში განხილულია პერიოდი გერმანიის ერთიანი სახელმწიფოს შექმნიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. შესწავლილი და გაანალიზებულია ის რთული სოციალურ-ეკონომიკური, საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესები, რაც თან ახლდა გერმანიის იმპერიის მესვეურთა ძალისხმევას, მსოფლიოს დიდ და ძლიერ ქვეყნებს შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. გერმანიამ შეძლო მოეხდინა დიდი სახელმწიფოების გამოცდილების აბსორბირება საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა სფეროში და უკვე, პირველი მსოფლიო ომის წინ, წარმოადგენდა მყარი ეკონომიკური, სამხედრო-სამრეწველო და პოლიტიკური პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, ჩამოყალიბებული, განვითარებული სახელმწიფო პოლიტიკური სტრუქტურებითა და უდიდესი გეოპოლიტიკური ამბიციებით.