,,ტერმინოლოგიის – როგორც ცნებათა სისტემის საჭიროება და ტერმინოლოგიური ამოცანები თავს იჩენს მაშინვე და, შეიძლება ითქვას, წინაც კი უსწრებს იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, საფუძველი ეყრება სახელმწიფოებრიობას, ხოლო მეორე მხრივ – ფეხს იდგამს, პირველ ხნულს ავლებს ეროვნული მწიგნობრობა. და რაც უფრო ძლიერდება ამ ორი მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევა, მით უფრო მწყობრი, სისტემური ხასიათი ენიჭება ენობრივი სტანდარტების ჩამოყალიბებას.
ქართული მწიგნობრობის მთელი ისტორია დასტურია მუდმივი, მიზანმიმართული ტერმინოლოგიური ძიებისა და, რაც მთავარია, ამისათვის ქართული ენის მდიდარი შესაძლებლობების გამოყენებისა".