,,XX საუკუნის ორი უკანასკნელი ათეულის მიჯნაზე პერესტროიკის შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლის ვითარებაში საქართველოშიც მკვეთრად აირია საზოგადოებრივი ცხოვრება. ქვეყნის მომავალი განვითარების გზების ძიების ორომტრიალში გამოჩნდნენ ძალები, რომლებმაც არასწორი პოლიტიკური გზები შეარჩიეს და საქართველოში მონარქიისა თუ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა- დაწესებას გვთავაზობდნენ. ეს გეზი ამ ძალების მცდარი, ჩამორჩენილი მსოფლმხედველობის შედეგი გახლდათ. XX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების უმთავრესი მიღწევის (სოციალური თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა) უგულებელყოფა ამ ჩამორჩენილობის მეტყველი ნიშანია. შემდგომ, 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით პრინციპში სწორი, პროგრესული საშინაო და საგარეო ღონისძიებების შედეგად ქვეყნის სასურველი გზებით წარმართვის ვითარებაში აღნიშნული ძალების აქტიურობა ჩაცხრა. მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისში, ,,ვარდების“ რევოლუციის შემდგომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მიღწეული აშკარა წარმატებების ვითარებაში აღნიშნულმა ძალებმა ისევ წამოყვეს თავი და გარდასული არისტოკრატიის, ახალი ელიტის და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასა და დაწესებას გვთავაზობენ. ისევ ზემოხსენებული მიზეზის გამო. წინამდებარე მეცნიერულ-პუბლიცისტური ნარკვევი საქართველოს – და არა მარტო – ისტორიული განვითარების ფონზე აღნიშნული მსოფლმხედველობის კრიტიკას წარმოადგენს".