ნაშრომში შესწავლილია თისლისა და ხახულის ხელნაწერების მინაწერები (მოსახსენებლები, აღაპები და მასთან დაკავშირებული შეწირულებები, კერძო ხასიათის მინაწერები). წარმოდგენილი მასალა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის XIII-XVI სს-ის სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ისტორიული გეოგრაფიის, ონომასტიკისა და ფეოდალურ საგვარეულოთა გენეალოგიების შესასწავლად.