წინამდებარე მონოგრაფია წარმოადგენს ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ხალხური ხუროთმოძღვრების გამოკვლევას.
უკანასკნელ სანებში მრავალი ნაშრომი მიეძღვნა ხალხური ხუროთმოძღვრების შესწავლას, როგორც ქართულ ისე რუსულ ენაზე, მაგრამ ყოველივე ეს სრულიად გერ ასახავს ქართველი ხალხის მდიდარ ხუროთმოძღვრულ შემოქმედებას.
საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია ძველ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ფრიად საყურადღებო ძეგლები. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ნაგებობანი საქართველოს სხვადასხვა მხარეში ბუნებრივ გარემოსთან შეგუებისა და ადგილობრივი საშენი მასალების გამოყენების ტრადიციები” “შესაბამისად არის განვითარებული; ამიტომ საქართველოს ცალკეული მხარეების ხალხური ხუროთმოძღვრების მიკრორაიონული თვალსაზრისით შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც თეორიული ისე ზოგიერთი თანამედროვე პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად.
წინამდებარე ნაშრომი მიძღვნილია საქართველოს ულამაზესი მხარის, საინგილოს ხალხური ხუროთმოძღვრების შესწავლისადმი, რომელიც მონოგრაფიულად დღემდე არ ყოფილა გამოცემული.