წარმოდგენილ წიგნში გაანალიზებულია ლაზურში დადასტურებული საერთო ქართველური ზმნური ძირ-ფუძეები. ნაშრომში წარმოდგენილია სპეციალურ ლიტერატურასა და თანამედროვე ლაზურ მეტყველებაში დაფიქსირებული საერთოქართველური ზმნური ძირები. მნიშვნელოვანია ის, რომ ნაშრომში შეპირისპირებულია ლაზური ვარიანტები ქართული სალიტერატურო ენისა და ქართველური ქვესისტემების მონაცემებთან.