1974 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი სემინარი ,,საენათმეცნიერო საუბრები".
წინამდებარე კრებულში შესულია აღნიშნულ სემინარზე სხვადასხვა დროს წაკითხულ მოხსენებათა ერთი ნაწილი.