,,წინამდებარე გამოკვლევა საინტერესო იქნება გერმანული და ქართული რომანტიზმით დაინტერესებული მკითხველისთვის. ის აქამდე გადაუჭრელ თეორიულ პრობლემებს ახლებურად აშუქებს, ზოგიერთ მათგანს დამაჯერებლად გადაჭრის კიდეც! მრავალი ახალი კითხვა წამოიჭრება ამ ნაშრომის გაცნობის შემდეგ, რაც კვლევას ახალი გზების ძიებისკენ უბიძგებს. ამ გამოკვლევის ერთ-ერთი ღირსებაც სწორედ ესაა! ფილოსოფია ხომ იმითაა უწინარესად საინტერესო, რომ ის ნაცნობში უცნობს ეძიებს, უცნობში კი უკვე ნაცნობის იდუმალ ხატებს აღმოაჩენს!" - თენგიზ ირემაძე.