წიგნი ეძღვნება საქართველოს ძველი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის – ელინისტური ხანის ქართლის სამეფოს სოციალური ისტორიის – კვლევას. სახელდობრ, აქ მონოგრაფიულად არის შესწავლილი ძველი ბერძენი გეოგრაფისა და ისტორიკოსის სტრაბონის „გეოგრაფიაში“ (XI, 3, 6) დაცული ცნობა, განხილულია მის ტექსტოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ძიებებთან, პირველწყაროს მიკვლევასთან და აქედან გამომდინარე დათარიღებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული პარაგრაფის ყოველმხრივი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის საფუძველზე მოცემულია ქართლის სამეფოს სოციალური ყოფის რეკონსტრუქცია.