,,წინამდებარე წიგნს საფუძვლად დაედო სხვადასხვა დროს ავსტრიაში ჩემი ყოფნის დროს (1975-76, 1983, 2000, 2005-06 წ.წ.) გრაცის უნივერსიტეტში მოპოვებული მასალები ჰუგო შუხართის არქივიდან. აქა-იქ თბილისის არქივებში დაცული მასალებიცაა გამოყენებული. ეს მასალები ძირითადად გერმანულ ენაზეა, მაგრამ შიგადაშიგ ინგლისურ და ფრანგულენოვანიც გამოერევა. ზოგჯერ ჩემეული თარგმანი მძიმე ენის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც მე თვითონ ვგრძნობ, მაგრამ ამას გარკვეული მიზეზი აქვს: მინდოდა, ქართული თარგმანი დედანთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, რამაც თავისი დაღი დატოვა. უცხოენოვან წერილებში გამორეული ცალკეული ქართული სიტყვები, ფრაზები თუ აბზაცები ჩემეულ. ქართულ თარგმანში ზოგან სქოლიოშია საგანგებოდ მითითებული, ზოგან კი კუთხოვან ბრჭყალებში არის ჩასმული, ქართულად დაწერილ წერილებში კი ავტორთა სტილი და მართლწერა უცვლელადაა დატოვებული. ნათარგმნში რომ არ აირიოს, ქართულ წერილებს რიგით ნომერთან ვარსკვლავი (*) ახლავს" – ვახტანგ იმნაიშვილი.