ნაშრომში თავმოყრილია ავტორის მიერ ხევში (თანამედროვე ყაზბეგის რაიონი) 1950-1966 წწ. დადგენილ ადგილთა (სოფლებისა და ნასოფლარების, მატერიალური კულტურის ძეგლებისა და მათი ნანგრევების, გზა-ბილიკებისა და გადასასვლელების, ხეობებისა და ხევების, მთებისა და მწვერვალების, კლდეებისა და მყინვარების, მდინარეებისა და წყარო-ნაკადულების, ტყეებისა და ბუჩქნარების, სახნავ-სათიბ-საძოვრების) სახელწოდებები. მათი დიდი ნაწილის ახსნა მოცემულია ისტორიული წყაროების, სპეციალური ლიტერატურის, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების დახმარებით. ნაშრომი წყაროთმცოდნეობითი ხასიათისაა, რომელიც სასარგებლო სამსახურს გაუწევს ყველას, ვისაც აინტერესებს ხევის გეოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, არქიტექტურა, ფოლკლორი და დიალექტი.