ნაშრომში თავმოყრილია ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს თეიმურაზ კოპალეიშვილის მოსაზრებები, რომლებიც შეეხება, ერთი მხრივ, საქართველოში უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების ტენდენციებს, პერსპექტივებს, და პრობლემებს და, მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში (ძირითადად) მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოს სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს განვითარების თანამედროვე ეტაპზე.