ნაშრომში მოცემულია „ისტორიათა და აზმათა“ (XIII ს.) და ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ცხოვრების“ შესაბამისი ნაწილის შედარებითი, ტექსტოლოგიური ანალიზი. ნაჩვენებია ფ. გორგიჯანიძის თხზულების მნიშვნელობა „ისტორიათა და აზმათა“ სამეცნიერო კრიტიკული ტექსტის დადგენის საქმეში. შესწავლილი და დაზუსტებულია თამარის მეფობის ხანის საქართველოს პოლიტიკური ისტორიის არაერთი საკითხი.