წინამდებარე ნაშრომს საფუძვლად დაედო კონსტიტუციის დაცვის საქმეში საკონსტიტუციო კონტროლის და მით უფრო ნორმათკონტროლის როლის გამოკვლევა,რადგან თავისი არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე სწორედ ნორმათკონტროლი წარმოდგება ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.წინამდებარე ნაშრომი ქართული სამართლის მეცნიერებაში პირველი ცდაა ერთიანი სახით წარმოადგინოს ამ საკითხის ირგვლივ მეცნიერული კვლევა და რეკომენდაციული ხასიათის წინადადებების შეთავაზება.