ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კლარჯული მრავალთავი

გამოცემის წელი1991
გამომცემლობამეცნიერება

,,უძველესი ჰომილეტიკურ-ლიტურგიკული კრებული - კლარჯული მრავალ თავი იერუსალიმურ ლექციონართან და უძველეს იადგართან ერთად ქართული მწერლობის ძალზე ადრეულ, იერუსალიმური წარმოშობის ძეგლთა რიცხვს განეკუთვნება. მართალია, ხელნაწერი X საუკუნისაა, მაგრამ მასში გამოვლენილი არქეტიპი, რომელიც V-VI სს-ით თარიღდება, თავისი დანიშნულებითა და შედგენილობით უტოლდება ბიზანტიურ მწერლობაში დღეისათვის დაკარგულ უძველეს ჰომილიათა კრებულს და ქართულ მასალას პირველწყაროს მნიშვნელობას ანიჭებს. კლარჯული მრავალთავი მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს. მისი ცალკეული საკითხავების კვლევამ და უძველეს ქართულ და უცხოურ წყაროებთან შეჯერებამ სავარაუდო გახადა IV ს-ის ქართლში ქრისტიანობის ორი ნაკადის არსებობა და მათი დაპირისპირება, რომელთაგან ერთი უძველესი იუდეურ-ქრისტიანული ტრადიცია იყო, ხოლო მეორე კი – ახალი ელინისტური, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა, რაც მის სახელმწიფოებრივ რელიგიად აღიარებაში გამოიხატა".