წინამდებარე შრომა „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი – ზოგადი ფონეტიკის შესავალი – ივარაუდება ზოგადი ფონეტიკის კურსის სახელმძღვანელოდ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის. მეორე ნაწილი – ზოგადი ფონეტიკის ზოგიერთი პრობლემა შეიცავს მეტწილად ზოგადფონეტიკური საკითხების განხილვას – საკითხებისა, რომელთაგან უმრავლესი პირველადაა დასმული ავტორის მიერ ჩვენს მეცნიერებაში და განხილულია მეტწილად ქართულ-ქართველური და მთის კავკასიურ ენათა მასალაზე; ზოგიერთი მათგანი, რომელთა შესახებ წინათაც ყოფილა მსჯელობა ფონეტიკურ ლიტერატურაში, ავტორის მიერ განხილულია მეტწილად იმავე მასალაზე და უმთავრესად ახალი გაშუქებით.