"ევაგრე პონტოელის ასკეტურ შემოქმედებას დიდი ინტერესით იკვლევენ პატრისტიკული ლიტერატურის მკვლევრები საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ძველი ქართული თარგმნითი ლიტერატურის კვლევა ამ მხრივ მეცნიერებას საინტერესო სიახლეებს ჰპირდება. ამის დასტურია წინამდებარე პუბლიკაცია, რომლითაც მკითხველი პირველად გაეცნობა ევაგრე პონტოელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულების – Antirrhetikos-ის აქამდე უცნობ ქართულ თარგმანს". – თინა დოლიძე.