ნიკო მარის 1910 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს – „მოგზაურობა თურქეთის ლაზეთში“ დღემდე არ დაუკარგავს განსაკუთრებული მნიშვნელობა ლაზური ენის კვლევის საქმეში. ის მკვლევარმა ჯერ მოხსენების სახით წაიკითხა, შემდეგ კი რუსულ ენაზე ორ ნაწილად გამოაქვეყნა მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის მოამბეში. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია პუბლიკაციის სრული ქართული თარგმანი, აგრეთვე რუსული გამოცემის ფოტოტიპიური ვარიანტი. ნაშრომს დართული აქვს საძიებლები ორივე ენაზე.