ვანის ნაქალაქარი შუაგულ იმერეთში, მდინარე სულორის ულამაზეს ხეობაშია განლაგებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ამ ძველი ქართული ქალაქის გალავნის კედლები და კოშკები, კარიბჭე, ტაძართა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები ხოლო სამარხებში – ძველი ქართული ოქრომჭედლობის, ლითონისა და კერამიკის ბრწყინვალე ნიმუშები. ჩვენი ისტორიის ეს მრავლისმეტყველი ძეგლები ორი ათასი წლის მანძილზე მიწის სქელი ფენით იყო დაფარული. თუ როგორ ჩნდებოდა ისინი მიწის საფარველქვეშ, ამის შესახებ მოგვითხრობს ამ წიგნში ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.