წიგნი ეძღვნება ქართული ენის აჭარული დიალექტის ლექსიკის შესწავლას. იგი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია აჭარული ლექსიკის ფონეტიკური და მორფოლოგიური თავისებურებანი, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სემანტიკურ ანალიზს მეორე ნაწილი წარმოადგენს ლექსიკონს. იგი შეიცავს 8000 სიტყვა-სტატიას, დამოწმებულს სხვადასხვა ავტორთა მიერ როგორც დიალექტოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალებში, ისე ზეპირსიტყვიერებისა და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებში. ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებულია წიგნის ავტორისა და ინფორმატორთა მიერ, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით მუშაობდნენ.